Monday, June 7, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელი.
ეკოლოგიური პრობლემები
2. პროექტის მოკლე აღწერა ერთი– ორი წინადადებით.
პროექტი შეეხება დედამიწაზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს:(წყლის,ჰაერის, გარემოს დაბინძურება,ეკოლოგიური კატასტროფები)
3.პროექტის სრული აღწერა.
პროექტის თემა არის მნიშვნელოვანი და მეტად აქტუალური,რადგან დღეს ეკოლოგიური პრობლემები ატარებს გლობალურ ხასიათს. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაათვითცნობიერონ არსებული პრობლემების სერიოზულობა, დაეხმარება მათ ბიოლოგიიდან,ქიმიიდან და ფიზიკიდან მიღებული გარკვეული ცოდნა დააკავშირონ დღეს მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ კატასტროფებთან.
პროექტის მიზანია მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებს , რათა მიაგნონ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს.
განივითარონ სამეტყველო უნარ–ჩვევა(წერა,კითხვა,ზეპირი მეტყველება,მოსმენა)
შედეგი მიღწეულია,თუ:
მოსწავლეები რუსულ ენაზე შეძლებენ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაბმულად თხრობას;
მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად მოიძიიონ საჭირო ინორმაცია,შესაბიმისი ილუსტრაციები,იმუშაონ ტექსტზე.
მოსწავლეები თანამშრომლობენ ჯგუფის წევრებთან, უსმენენ სხვას, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას.
მოსწავლეები შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გააცნობიერონ ეკოლოგიური პრობლემების მნიშვნელობა, მაშტაბურობა, შეძლებენ დასახონ ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
პროექტის განხორციელებისთვის მოსწავლეებს ვუსახელებ თემის სათაურს, ვყოფ  3 ჯგუფად და ვაძლევ შემდეგ დავალებას:
Iჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია და შესაბამისი სურათები იმ ეკოლოგიურ პრობლემებზე ,რომლებიც გამოწვეულია ანთროპოგენული მიზეზით .
IIჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია შესაბამისი ილუსტრაციებით ან ნახატებით ეკ.პრობლემებზე,რომელთა გამომწვევი მიზეზია ბუნებრივი მოვლენები.
IIIჯგუფი:მოიძიონ ინფორმაცია დაშესაბამისი ფოტოები თემაზე–"მაწანწალა ძაღლები და გარემო."
მოსწავლეებს შევაფასებ მათთან ერთად წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით. შეფასება მოხდება მოძიებული მასალების მიხედვით,ზეპირი პრეზენტაციის მიხედვით, მსჯელობის მიხედვით.

4. მონაწილეთა ასაკი.
13-14 წლის(მე–8, მე-9 კლასი)
5. ვადები/ ხანგრძლივობა.
ერთი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
მოსწავლეებში ინტერესის გამოსაწვევად ვაჩვენებ მათ სურათებს,სადაც ასახული იქნება ეკოლოგიური კატასტროფები,წავუკითხავ სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებულ ინფორმაციას (ინტერნეტი, საგაზეთო ქრონიკები,ენციკლოპედია)

7.მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეები დაინტერესდსბიან ამ მეტად პრობლემური თემით,მოიძიებენ საინტერესო მასალებს, ილუსტრაციებს, ძირითადად ინტერნეტიდან, ბიბლიოთეკიდან, გააკეთებენ ბუკლეტებს,დახატავენ ნახატებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რასაც განვათავსებ ბლოგზე.

8. სარგებელი სხვებისთვის.
ბლოგზე განთავსებული მასალების გაცნობა შეეძლება ნებისმერ ადამიანს,რომელიც გაიღრმავებს ინფორმაციას ეკოლოგიერი პრობლემების შესახებ

9.სამუშაო ენა.
რუსული ენა.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ გვყავს.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
პროექტის თემა კავშირშია შემდეგ საგნებთან:ბიოლოგია,ქიმია,გეოგრაფია ფიზიკა. გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან. პროექტის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ გააანალიზონ ცოცხალი ორგანიზმების პრობლემები და ფიზიკურ–ქიმიური ცვლილებები გარემოში.
.
12.პროექტის ავტორი.
ნათია ენუქიძე
13.ავტორის ელ–ფოსტა.
natiaenuqidze@gmail.com
14.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
natiaenuqidze.blogspot.com+